მიტროპოლიტი – "ოცნების წინადადებაზე:  „ვინც არ უნდა შეფუთოს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა“

30-08-2024 09:00:25 საზოგადოება

ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "ქართული ოცნების“ მიერ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების წინადადებას "წინასაარჩევნო შემოთავაზებად" აფასებს. ამის შესახებ მან საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვინც არ უნდა დამალოს და შეფუთოს, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა. მოსყიდვის არა, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის მათი წინასაარჩევნო პროგრამა. ეს არის შემოთავაზება და პირობა, რომლის შესრულების არავითარი გარანტიები არ არსებობს. აქ არის საუბარი იმაზე თუ როგორი ურთიერთობა აქვს სახელმწიფოს და მართლმადიდებელ ეკლესიას. ეს შემოთავაზება გულისხმობს იმას, რომ ეს არის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მრევლისაკენ გადმოდგმული ნაბიჯი. თავიდან ეს ნაბიჯი არ იყო კარგად მოფიქრებული. ახლა ცოტა გამოსწორდა. ეს შემოთავაზება ადამიანების გულს მოიგებს. სინოდის წევრებს განვუცხადე, რომ ეს არ ზღუდავს სხვა პარტიებს, რომ მათაც გადადგან რაღაც ნაბიჯები. ეცადონ ადამიანების გულის მოგებას, პირიქით ნუ მოიქცევიან“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და დაამატა, რომ „ჩვენ [საპატრიარქო] „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ, რომ მათთვის უფრო მომგებიანია, ეს არჩევნებს არ დაუკავშიროს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

ამავე თემაზე: ანდრია ჯაღმაიძე: შეთანხმებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმულირება არ ექნება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები