Accentnews.ge
"ჭორები იქნება, მაგრამ არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება, საეჭვოდ ჩაითვალოს, საქართველოში არ დაფიქსირებულა"

"ჭორები იქნება, მაგრამ არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება, საეჭვოდ ჩაითვალოს, საქართველოში არ დაფიქსირებულა"

28/01/2020 12:09:39 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ცნობებთან დაკავშირებით ცალსახად აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„სამწუხაროდ, ჭორები იქნება, მაგრამ არც ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს საეჭვო შემთხვევად, საქართველოში ჯერ–ჯერობით არ არის დაფიქსირებული. რისკი, რომ შესაძლოა, დაფიქსირდეს, საკმაოდ დაბალია“,– განაცხადა იმნაძემ.

ის მოუწოდებს ყველას, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკაონ და ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში პანიკის დათესვას.

„მემგონი ვუჰანში არ არის ისეთი ნერვიული სიტუაცია, როგორიც ჩვენთან“,– დასძენს იმნაძე.

ამასთან, ის გამოეხმაურა ერთ–ერთი პედიატრის ბრიფინგს, რომ საქართველო მაღალი რისკის ზონაში გადავიდა:

„ჩემმა კოლეგამ რისკებზე ილაპარაკა. ვურჩევდი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს: პედიატრმა ბავშვებს უმკურნალოს, ეპიდემიოლოგები კი ჩვენს საქმეს მივხედავთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S