Accentnews.ge
„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

30/08/2024 05:43:05 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდ ნოვაკთან „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი განიხილა, – იტყობინებიან ოპოზიციური აფხაზური ტელეგრამის არხი RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“.

კანონპროტექტი ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს, ის ითვალისწინებდა ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონეში აპარტამენტების მშენებლობას.

"გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა არაა დადასტურებული, მოსკოვი აპირებს, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას 2024 წლის 1 სექტემბრიდან, სანამ აფხაზური მხარე შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:

  • ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
  • რუსეთის იურიდიული პირების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
  • რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

დოკუმენტის იმ ნაწილში რომელშიც „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებაა საუბარი მითითებულია:

„გათვალისწინებული იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების მიზნის საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“.

გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ „აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.

მანამდე, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის სამ „დეპუტატს“, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ.

ალექსანდ ნოვაკისა და ალსან ბჟანიას შეხვედრის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრეს–სამსახურმა ინფორმაცია 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში ეწერა, რომ მხარეებმა განიხილეს „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი“, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S