Accentnews.ge
დევიძე: ორგანიზაციას შეუძლია, დეკლარაციაში წყაროს არ მიუთოთოს, თუმცა "ბუნდოვანი დანართის" შემთხვევაში გადამოწმდება და მისი ვინაობა არ გამოქვეყნდება, მაგრამ სახელმწიფოს ეცოდინება

დევიძე: ორგანიზაციას შეუძლია, დეკლარაციაში წყაროს არ მიუთოთოს, თუმცა "ბუნდოვანი დანართის" შემთხვევაში გადამოწმდება და მისი ვინაობა არ გამოქვეყნდება, მაგრამ სახელმწიფოს ეცოდინება

30/08/2024 10:10:00 სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ განაცხადა, რომ მედია ორგანიზაციას "ბუღალტრული ტექნოლოგიის" წყალობით დეკლარაციაში წყაროსთვის გადახდილი თანხა, ისე შეუძლია, ასახოს, რომ წყარო არ მიუთითოს.

თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ საჯარო რეესტრი "ბუნდოვან დანართს" მიიღებს, შეიძლება, გადამოწმდეს და წყაროს ვინაობა არ გამოქვეყნდება, მაგრამ სახელმწიფოს ეცოდინება.

კერძოდ, მოსამართლემ მას ჰკითხა, თუ სუბიექტმა დეკლარაციაში მიუთითა, რომ რაღაც ოდენობის თანხა გადაეცა ინფორმაციის წყაროს, მაგრამ არ დაასახელა წყარო, ეს მისაღები იქნება თუ არა იუსტიციის სამინისტროსთვის. საპასუხოდ დევიძემ შემდეგი განაცხადა:

"პირველ რიგში, ვთქვათ წყაროს მითითება ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, რაც თქვენ ბრძანეთ, ჩვენ ვეუბნებით, რომ ის არ ჩაწერო, წყარო იყო თუ უბრალოდ გამვლელი. [ვეუბნებით] ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია მიუთითე, მაგრამ რატომ და რისი გულისთვის და რა კონტრაქტი შეიძლება, გქონდა, ჩამოაყალიბე განსხვავებულად ისე, რომ არ მიუთითო, რომ ეს წყაროა. მაგალითად, ეს შეიძლება, იყოს მხარდაჭერა, რაღაც სოციალური ხარჯი ან რამე, ბუღალტრული ტექნოლოგიის საკითხია, რომ მიეთითოს იმგვარად, რომ არ გამოჩნდეს კონკრეტულად რა მიზნით გადაეცა [თანხა]. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში მიზანი ჩამოაყალიბე ისეთნაირად, რომ არ მოახდინო ამ პირის იდენტიფიკაცია მისი კონკრეტული მახასიათებლების. პირის, მიზნის – კონკრეტული თანხა რატომ გადავიხადე, მაგალითად, გადავიხადე იმისთვის, რომ ინფორმაცია ვიყიდე, რაღაც ასეთი სიტყვა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ეს არ უნდა ჩაწერო, რომ ინფორმაცია იყიდე და ამისთვის უხდი ფულს. უნდა დაწერო სხვანაირად, მიუთითო მაგალითად, "მივეცი თანხა მხარდაჭერისთვის" ან "გადავუხადე მომსახურება". თუ იქნება ბუნდოვანი, საჯარო რეესტრი მიიღებს ასეთ დანართს, თუ იქნება საჭირო, გადამოწმდება და შეიძლება, ჩვენ დავაზუსტოთ ეს საკითხი, მაგრამ ეს არ გამოქვეყნდება, სახელმწიფოს ეცოდინება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S