Accentnews.ge
რეესტრის ხელმძღვანელი განმარტავს, მისი აზრით, რა კავშირი აქვს სქესობრივ ცხოვრებას, რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს ფინანსურ გამჭვირვალობასთან

რეესტრის ხელმძღვანელი განმარტავს, მისი აზრით, რა კავშირი აქვს სქესობრივ ცხოვრებას, რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს ფინანსურ გამჭვირვალობასთან

30/08/2024 11:00:44 სამართალი

საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტებს კანონის" განხილვისას მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა, ფინანსური გამჭვირვალობის დასადგენად, რატომ სჭირდება იუსტიციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მათ შორის, სექსუალური ცხოვრების, რელიგიის აღმსარებლობა და პოლიტიკური შეხედულების შესწავლა.

„მაგალითად, თქვენ, სახელმწიფო ხომ ინტერესდებით, ორგანიზაციის 20% თუ არის უცხოური დაფინანსება, ამ შემთხვევაში არეგისტრირებთ და მის შემოსავალს, ხარჯს ხდით საჯაროს. საერთოდ, ამ გამჭვირვალობის დადგენასთან თუ დაფინანსების 20%-ს დადგენასთან, რა რელევანტური, რა ლოგიკური კავშირი აქვს განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას და მერე მის გასაჯაროებას? სქესობრივი ცხოვრების, ბრალდებული ვიყავი თუ არა, პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარი მრწამსს. ამის კავშირი აგვიხსენით“, - მიმართა კვერენჩხილაძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ დავით დევიძეს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დაასახელა ის შემთხვევები, როდესაც დაინტერესდებიან არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებით.

„ამ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მუხლზე მიუთითა კანონმა, საჯარო რეესტრს ეს აძლევს საშუალებას რომ თუ დაინტერესებული ორგანიზაცია, რომელსაც უნდა რომ თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გადავაზღვიოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. რას გულისხმობს ეს - არ უნდა დაგვხვდეს ბარიერები ისეთი, როგორიც არის, რომ „ეს არის პერსონალური მონაცემები გარკვეულ კატეგორიებზე. წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსიდან გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო . ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, შესაძლოა, დაგვჭირდეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც თუ განზრახვაა, რომ მოგვატყუონ, განზრახვაა ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა დევიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S