
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
02/09/2024 10:28:28 კონფლიქტები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, "დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაუჯარიმებლად გათავისუფლდა".
დე ფაქტო უწყების ცნობით, 17 წლის გოგო 31 აგვისტოს დააკავეს „საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ლენინგორის (ახალგორის) რაიონის დასახლებულ პუნქტ ამძარინთან”.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული 1 სექტემბერს გაათავისუფლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამჟამად ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 8 მოქალაქე.