
"ზურაბიშვილმა თქვა, რომ ელოდება რუსეთს, ჩვენ ველოდებით ბოდიშს"
28/01/2020 20:14:10 ციტატა
"საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ელოდება რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგს განვიხილავთ ამ საკითხს".
ამის შესახებ "ფორმულასთან" რუსმა დეპუტატმა პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.
28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ზურაბიშვილმა რუს დეპუტატს ლეონიდ კალაშნიკოვს უთხრა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.