Accentnews.ge
"ჩვენ მოვიგებთ ღირსების გარკვეულ მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს"

"ჩვენ მოვიგებთ ღირსების გარკვეულ მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს"

29/01/2020 06:44:26 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

„ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით, კი. იმიტომ, რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება, გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც, სწორედ, ლავროვისგან გვიცავენ. ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება, ისინი გაღიზიანდნენ? კი, შეიძლება, საქართველოს შესახებ ნეგატიური „პიარი" წავიდეს? კი“, - ამბობს მარგველაშვილი....მეორე მომენტია, ლავროვის არშემოშვებით რა შეიძლება მოვიგოთ? ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. შეიძლება, ჩვენზე თქვან, რომ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები“, - თქვა ექსპრეზიდნეტმა.

გიორგი მარგველაშვილი სერგეი ლავროვის ჩამოსვლის დადებით მხარეებზეც საუბრობს.

„ამ შემთხვევაში მემგონი ლავროვის შემოშვება შესაძლებლობასაც გვაძლევს. ლავროვის აქ ვიზიტის დროს ფაქტობრივად ყველა ევროპული ტელეარხი იქნება ჩვენზე ფოკუსირებული. ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება, სავარაუდოდ, შეხვდება მიუღებლობით. ამ მიუღებლობის ისეთ დონეზე აყვანა, ისე ცივილიზებულად გამოჩენა, ისე წარმოჩინება ჩვენი ევროპელი მაყურებლის წინაშე რამდენად ის ჩვენთვის მიუღებელია და ამავე დროს, რამდენად ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ევროპელებს, ის კი არა, ჩვენ დავთმეთ რამე. ამის ჩვენება, ქართველები, როგორები ვართ: ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ რამდენად ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - თქვა მარგველაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S