Accentnews.ge
აქუბარდია: „ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია

აქუბარდია: „ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია

03/09/2024 08:46:04 კონფლიქტები, პოლიტიკა

„ოცნების“ ყალბი რიტორიკა ტერიტორიულ მთლიანობაზე ილუზორულია - ამბობს დამოუკიდებელი ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია და დასძენს, რომ არსებული პოლიტიკა ოკუპანტ რუსეთს ეხმარება გავლენების გაზრდაში მთელი საქართველოს მასშტაბით და ანექსიური პროცესების გაძლიერებაში, საკუთრივ ოკუპირებულ აფხაზეთში.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთი აძლიერებს პოლიტიკური და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით ზეწოლას აფხაზურ საზოგადოებაზე, რათა დე ფაქტო პარლამენტმა მიიღოს ე.წ. აგენტების კანონი, პროტესტის შედეგად შეჩერებული ე.წ. კანონი აპარტჰოტელებზე და უცხოელ ინვესტორებზე.

„მაშინ, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო, რუსეთი ახლა გაზრდის ზეწოლას მის მისაღებად ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა წარსულში და შეჩერებული იყო. შესაბამისად, რუსეთი აძლიერებს აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ხოლო „ოცნების“ მთავრობა დასავლეთთან დაპირისპირებით კიდევ მეტად ასუსტებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, თავად აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი შამბაც კი, თავის ინტერვიუში, ფაქტობრივად, აღიარებს დასავლეთის როლს არაღიარების პოლიტიკის პროცესში, სადაც აფხაზეთის გაეროში წევრობის მიზანზე საუბრობს",- თქვა აქუბარდიამ და დასძინა, "შესაბამისად, დასავლეთისგან იზოლაციის პროცესში „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერდება რუსეთის პოზიციები, როგორც ოფიციალურ თბილისზე, ისე ოკუპირებულ აფხაზეთზე და ამ ვითარებაში მეტი საფრთხე ექნება ჩვენს მიზანს რეალური სუვერენიტეტის და მშვიდობიანად ქვეყნის გამთლიანების შესახებ ევროპულ ოჯახში წევრობით".

მათ შორის, ამ გარემოებების გათვალისწინებით, მისი აზრით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ნამდვილი მშვიდობის, ნამდვილი სუვერენიტეტის და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებით ქვეყნის ინტერესების რეალიზაციის რეალური შესაძლებლობაა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ პროპაგანდისტულ მედიასთან თქვა, რომ „აფხაზებს უარყოფითი გამოცდილება აქვს“, როცა აშშ და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე ზეწოლას, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები“:

„ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ კონტაქტები, რომლებზეც დასავლეთის ქვეყენებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ ზეწოლა ამა თუ იმ ქვეყანაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S