Accentnews.ge
ირაკლი ბერაია: "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ადგილი არ არის"

ირაკლი ბერაია: "ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ადგილი არ არის"

29/01/2020 06:52:52 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს არგუმენტებს, თუ რატომ არ უნდა აღიაროს ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება.

როგორც ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს დელეგაციის წევრმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, რუსეთი უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას:

„რუსეთის ფედერაციის ქმედებები, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, საფრთხეს უქმნის არა მარტო ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებას, არამედ ზოგადად, საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას“.

ირაკლი ბერაიას თქმით, რუსეთია პასუხისმგებელი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაზე: „რუსეთი უგულებელყოფს ცივილიზებული სამყაროს თამაშის წესებს და ვიდრე აგრძელებს თავის დესტრუქციულ და აგრესიულ ქმედებებს, რუსეთის ფედერაციის ადგილი ამ ორგანიზაციაში არ არის“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების დადასტურების საკითხი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერმა პიოტრ ტოლსტოიმ სტრასბურგში მყოფ რუს ჟურნალისტებს აცნობა, რომ მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციით, დელეგაციის უფლებამოსილება უნდა დამტკიცდეს.

რუსეთს 2014 წლის შემდეგ, ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული ჰქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სრულფასოვანი მუშაობის და ხმის უფლება. 2019 წლის ივნისში, ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მისცა ასამბლეაში სრულფასოვნად დაბრუნების შესაძლებლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S