Accentnews.ge
თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან არ შეუშვეს

თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან არ შეუშვეს

29/01/2020 08:44:17 პოლიტიკა

პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს თინა ბოკუჩავას პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა. მას დაცვის წარმომადგენლებმა თავმჯდომარის მისაღებში გადაადგილება შეუზღუდეს. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს სათქმელი თანაშემწის საშუალებით გადასცა. კერძოდ, ბოკუჩავა თალაკვაძისგან ითხოვდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლისა და დეპუტატთან ერთად პრესკონფერენციის გამართვის საშუალება მიეცეს.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან დღეს, 29 იანვარს შეუძლოდ გახდა.

ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთან თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შემობაში ბრიფინგის გამართვას აპირებდა, თუმცა შენობაში დაცვის თანამშრომლოებმა არ შეუშვეს. საშვი დეპუტატ თინა ბოკუჩავას ჰქონდა დაშვებული.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S