Accentnews.ge
მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ბუნებრივი თმა ამოიღეს

მებაჟეებმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ბუნებრივი თმა ამოიღეს

05/09/2024 08:44:04 სამართალი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული პროდუქცია ამოიღეს. საუბარია ბუნებრივ თმაზე.

"საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამოდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული",- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში.

იუწყებიან, რომ არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S