ჩუგოშვილი მოუწოდებს მდინარაძეს, დოკუმენტები სწორად წაიკითხოს და სწორად გამოიყენოს
29/01/2020 10:56:24 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარეს არ ჰქონდა უფლება, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის პარლამენტში შესვლის უფლება შეეზღუდა,– ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა და ამ განცხადებით უპასუხა კოლეგას მამუკა მდინარაძეს, რომელმაც შეზღუდვის საფუძვლად გარკვეული დოკუმენტი მოიყვანა. მდინარაძის განცხადებით, "არჩილ თალაკვაძეს ამის უფლება აქვს შესაბამისი ბრძანებით, რომ როდესაც არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოებისა და პროვოკაციების კუთხით, პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია, შეზღუდოს საშვების დაშვება და პარლამენტში ადამიანის შემოშვება".
ჩუგოშვილი კოლეგას მოუწოდებს, სწორად წაიკითხოს დოკუმენტი.
მალხაზ მაჩალიკაშვილს დღეს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვა სურდა, თუმცა არ შეუშვეს. აღნიშნულის გამო თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძის გამო სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აძლეს უფლებას, არშეშვების აკრძალა გააკეთოს. ამიტომ, ვთხოვ ჩემს კოლეგა მამუკას და სხვებსაც, რომ სწორად წაიკითხონ დოკუმენტები და სწორად განმატონ და გამოიყენონ. პარლამენტში მოქალაქეთა დაშვების აკრძალვა პარლამენტის თავმჯდომარეს ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია – თუ არის კონკრეტული უსაფრთხოების რისკები. მაგალითად, როდესაც მასიურად ხდება დიდი რაოდენობის ადამიანების შეყვანა. ეს [მდინარაძის არგუმენტი] იგივეს არ გულისხმობს. პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც იყენებს უფლებამოსილებას და ზღუდავს სხვადასხვა პირების შესვლას პარლამენტში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაასაბუთოს. უკვე რამდენჯერმე მოხდა, რომ ეს ისე გაიგო პარლამენტის თავმჯდომარემ, ვინც მოსწონსის შეუშვას, და ვინც არა – არ შეუშვას. თანამდებობის პირებმა, რომლებსაც საკუთარი დისკრეციის ფარგლებში უწევთ გადაწყვეტილების მიღება, ეს უნდა გააკეთონ კეთილსინდისიერად და მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი პარლამენტის ფუნქციონირებას ემუქრება საფრთხე. არ მგონია, რომ დღეს, ან წინათ, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, პარლამენტის ფუნქციონირება იდგა საფრთხის ქვეშ“,– განმარტა ჩუგოშვილმა.


