Accentnews.ge
ენმ: სსს-ს გამომძიებელი ეძგვერაძესთან 6 სექტემბერს შევა

ენმ: სსს-ს გამომძიებელი ეძგვერაძესთან 6 სექტემბერს შევა

05/09/2024 15:48:31 სამართალი

6 სექტემბერს 10:30 სთზე, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი გამოკითხვაზე შევა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გლდანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ეძგვერაძესთან,- ამის შესახებ ინფორმაციას ენმ ავრცელებს.

გამოკითხვას დაესწრება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.

მანამდე, ეძგვერაძის მონახულების შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება:

"მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის უწყებას ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯია", - თქვა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს. ნადირაძე 5 სექტემბერს, გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S