Accentnews.ge
ეძგვერაძესთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა

ეძგვერაძესთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი შევიდა

06/09/2024 08:02:26 სამართალი

ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. პროცესს ესწრება ეძგვერაძის ადვოკატიც.

"გუშინ შემოვიდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შსს-ს იზოლატორიდან შეტყობინება ირაკლი ეძგვერაძის დაზიანებით შესახლების თაობაზე. აღნიშნულ შეტყობინებასთან დაკავშირებით გუშინვე შევხვდი ხსენებულ პიროვნებას, თუმცა მან რაიმე სახის ინფორმაციის მოწოდებაზე განაცხადა უარი, დღეს უკვე ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად შევხდები, მივიღებთ მისგან ინფორმაციას, რომელსაც შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს ჩვენი სამსახური", - თქვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გიორგი აბუაშვილმა.

მანამდე, ეძგვერაძის მონახულების შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებულს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება:

"მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, მას ეტყოდა ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ადვოკატს არ მოგვცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. კადრებში გავრცელებულია თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე, ირაკლიმაც იცის მასზე ვინ იძალადა. ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე აქვე ვაფიქსირებ, რომ დღემდე კოკა კაციტაძის უწყებას ერთი მოძალადე პოლიციელიც არ დაუსჯია", - თქვა ადვოკატმა.

სამართალდამცველებმა ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს. ნადირაძე 5 სექტემბერს, გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S