Accentnews.ge
ადვოკატი: დადგენილია ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე

ადვოკატი: დადგენილია ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე

06/09/2024 08:43:51 სამართალი

მედიამ დაადგინა, თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ, კოკა კაციტაძის უწყებას მოვუწოდებ, გამოძიობანას თამაშს თავი დაანებოს და ეს საქმე რეალურად გამოიძიოს, შემდეგ პროკურატურამ ბრალი წაუყენოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ იურისტმა ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის ეძგვერაძესთან საგამოძიები სამსახურის გამომძიებელი იმყოფება ინფორმაციის მისაღებად. პროცესს ადვოკატიც ესწრება.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, მყისიერად დაიწყოს გამოძიება. მათ ჩვენ მყისიერად შევატყობინეთ, რომ უფლებები დარღვეული იყო, გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება და მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს. მედიამ დაადგინა, თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის, მასზე ვინ იძალადა და კანონით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, რომ მყისიერად ჰქონდეს დაწყებული გამოძიება. თუმცა, დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე, ახლაც ვერ იწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება. რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის სიმართლეს და ვნახოთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს თუ არა გამოძიებას, მაგრამ მე აქედანვე ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი“,- განაცხადა ტყეშელაძემ.

სამართალდამცველებმა ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე 4 სექტემბერს დააკავეს. ნადირაძე 5 სექტემბერს, გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S