Accentnews.ge
ზელენსკი - "რამშტაინის" ბაზაზე: დასავლეთმა რუსეთის "წითელი ხაზები” უნდა უგულებელყოს!

ზელენსკი - "რამშტაინის" ბაზაზე: დასავლეთმა რუსეთის "წითელი ხაზები” უნდა უგულებელყოს!

06/09/2024 11:09:37 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პირადად პირველად შეუერთდა 6 სექტემბერს გერმანიაში, "რამშტაინის" სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას, შორი მოქმედების რაკეტები მოითხოვა დასავლელი კოლეგებისგან, რათა შეძლოს თავდასხმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოკავშირეებმა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის “წითელი ხაზები” უნდა უგულებელყონ და კიევს დასავლური იარაღით იერიშების ნებართვა მისცენ, რადგან, მხოლოდ ასე შეძლებს უკრაინა მშვიდობაზე მოსკოვის დაყოლიებას.

ამასთან, თვლის ზელენსკი, უკრაინას სჭირდება დამატებითი F16-ები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის არმიას.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა შეხვედრის წინ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით გამოყოფს 250 მილიონ დოლარს. ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ კიევს 192 მილიონი ევროს ღირებულების 650 რაკეტას მიაწოდებს საჰაერო თავდაცვისთვის. სამხედრო სფეროში უკრაინას დახმარება აღუთქვა ასევე გერმანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S