კონსტანტინე გამსახურდია დიპლომატიურ უწყებაში მუშაობს
29/01/2020 15:58:03 პოლიტიკა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას უფროსი შვილი კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში საქართველოს დესპანია. საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აღნიშნულ პოზიციას იგი ნოემბრიდან იკავებს.
სამინისტროს თანახმად, დესპანის პოზიციაზე კონსტანტინე გამსახურდია შეირჩა ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებისა და გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისწინებით.


