ჰელსინკის კომისია: MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს

09-09-2024 09:55:04 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიის ცნობით, MEGOBARI აქტი შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს.

"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI Act შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას", – აცხადებენ კომისიაში.

ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".

"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI Act–ის ძირითადი დებულებებია:

  • „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
  • დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება;
  • ანგარიშის წარდგენა და სანქციები;
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;

ამავე თემაზე: რა სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI Act

ახალი ამბები

სხვა სიახლეები