09-09-2024 10:46:00 სამართალი
2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 52 ადამიანი დაიკარგა, მათგან 23 ცოცხალი იპოვეს, 4 – გარდაცვლილი, 25 პირი კი ა დრომდე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი თბილისსა (19) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (10) დაიკარგა.
2024 წელს დაკარგულებს შორის ყველაზე მეტი 25-45 ასაკობრივ ჯგუფშია ( დაიკარგა 21 პირი, მოიძებნა 12, ნაპოვნია გარდაცვლილი 1). რაც შეეხება არასრულწლოვანთა სტატისტიკას იანვარი-ივნისის პერიოდში დაიკარგა 18 წლამდე ასაკის 7 ადამიანი, მათ შორის 4-ის პოვნა მოხერხდა.
ბოლო 50 წელიწადში დაკარგულთა 66% კაცია, 34% ქალი. 1973 წლიდან დღემდე მოსაძებნის სტატუსი აქვს 1020 ადამიანს.