"არ არის ახლა ის ვითარება, ჩვენ განვაცხადოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს"

29-01-2020 21:38:18 ციტატა

"არ არის ახლა ის ვითარება, ჩვენ განვაცხადოთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდეს [საქართველოში].ისევე, როგორც რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე იყო საუბარი. ზოგადად, მე, და ალბათ არც ერთი ადამიანი არც ერთი ქვეყნის კულტურის ცენტრის გახსნის წინააღმდეგნი არ ვართ, მაგრამ დღეს მეც კი არ ვიყავი მომხრე იმისა, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრი გახსნილიყო, რადგან ის პოლიტიკური ვითარება არ არის: უფრო გამწვავებას, უფრო სირთულეს გამოიწვევს. ხელისუფლებას რომ მოეხერხებინა, რომ რაღაც პოზიტივი ყოფილიყო რუსულ–ქართულ ურიერთობაში, მაშინ ეს პრობლემა ნაკლებად მწვავედ დაისმებოდა".

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში.

ცნობისთვის: მაისში შესაძლოა, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსულ დელეგაციას უმასპინძლოს. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მიიღოს დელეგაცია, მიუხედავად საქართველოს კანონისა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, კი ქვეყანა კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს. ამ ეტაპზე როგორც ღონისძიების გამართვის ადგილი, რუსული დელეგაციის შემადგენლობაც არაა ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ მსგავს ღონისიებებაზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენს.

იხილეთ ასევე: როგორ შეუძლია თბილისს რუსული დელეგაციის ვიზიტის თავიდან არიდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები