Accentnews.ge
გადალახეს თუ არა პიროვნული ბარიერები პოლიტიკურმა ლიდერებმა – ბურჯანაძის და ბოკერიას კომენტარები

გადალახეს თუ არა პიროვნული ბარიერები პოლიტიკურმა ლიდერებმა – ბურჯანაძის და ბოკერიას კომენტარები

29/01/2020 18:25:42 პოლიტიკა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ველის „გასასუფთაველბად“ კომფლექსის გამოყენება სურდა, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ლიდერები ერთად დასხდომას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

ამის შესახებ ბურჯანაძემ ისაუბრა „ტვ პირველის“ ეთერში, სადაც ის და ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთად იმყოფებოდნენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, გადალახეს თუ არა პოლიტიკოსებმა პიროვნული ბარიერები.

ბურჯანაძის თქმით, მწვავე ოპონირება გაგრძელდება, თუმცა პირადი მტრობა და „სიბინძურე, რაც ქართულ პოლიტიკას 30 წლის განმავლობაში ახასიათებდა“, უნდა დასრულდეს.

„იყო წყენები და არა მარტო წყენები, ამ შემთხვევაში რბილად ვთქვი. ბატონ გიგას თავისი წყენები აქვს ჩემს მიმართ, მე – ჩემი, მაგარმ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად ძლიერი ადამიანები ვართ იმისთვის, რომ პირად ემოციებზე მაღლა ვიყოთ, თან პოლიტიკოსები ვართ, ყოველ შემთხვევაში, მე და ბატონი გიგა ნამდვილად. პოლიტიკოსმა თავის ემოციას არ უნდა დაუქვემდებაროს თავისი მოქმედებები. არსად არაფერი გადანაცვლებულა [2011 წლის 26 მაისი], ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, თუმცა ვფიქრობ, შეიძლება, დადგეს დრო და ჩვენ ამ თემებს დავუბრუნდეთ, გნებავთ საჯაროდ, გნებავთ პირად საუბარშიც იყოს პასუხები გაცემული, რადგან ყველაფერზე პასუხები არაა გაცემული. მაქვს შეკითხვები და ალბათ, ბატონ გიგას აქვს ჩემს მიმართ კითხვები, მაგრამ ამის დრო ახლა ნამდვილად არაა. ვფიქრობ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც იმ მაგიდის ირგვლივ ვართ, პოლიტიკური სიმწიფის დიდი მაგალითი მივეცით, მათ შორის ჩვენს თანამებრძოლებს. პასუხები ყველაფერს უნდა გაეცეს, რადგან იგივე შეცდომები არ განმეორდეს, მაგრამ თუ ამაზე ვიქნებით ჩაციკლულები და ქვეყანას მომავალს დავუკარგავთ, ეს იქნება დანაშაული. მოვიქეცით სწორად, რომ წარსულის გამო ქვეყანას არ ვუსპობთ დღევანდელ დღეს და მომავალს. შემდეგ კი ჩვენ არავს გვიშლის, რომ ძალიან მწვავე დისკუსიები გქვონდეს, მაგრამ პიროვნული მტრობა, რომელიც ნამდვილად იყო, ქართულ პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“,– განაცხადა ბურჯანაძემ.

ბოკერიას თქმით, ის აცნობიერებს წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ შეცდომებს, თუმცა რასთან დაკავშირებითაც თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, აზრი არ შეუცვლია და „ევოლუცია ისაა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ქვებს არ ესროდნენ ერთმანეთს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S