კობახიძე: "იმ NGO-ების საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე იქნება"

09-09-2024 13:23:39 ციტატა

"იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ( NGO) საქმიანობა, რომლებიც დაფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იქნება თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე. ეს არის პრინციპული განსხვავება. გამჭვირვალობის პირობებში საზოგადოება დააკვირდება, თუ რამდენად სწორად ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები და რეალურად რამდენად ხდება ამ ორგანიზაციების მიერ ეროვნული ინტერესების რეალიზება. რაც შეეხება თავისუფლებას, თავისუფლება იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი და განმსაზღვრელი პრინციპი, ამის გარეშე, იგივე რომ ავიღოთ კორუფციასთან ბრძოლა, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუტების გაძლიერებასთან დაკავშირებული ამოცანები და ა.შ. თავისუფლების გარეშე ვერცერთის ამოცანა ეფექტიანად ვერ შესრულდება. იმის გამო, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ იყო გამჭვირვალე, არ ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისინი სინამდვილეში იყვნენ დაკავებული პოლიტიკური საქმიანობით. აქ იქნება ყველაფერი განსხვავებულად, ორგანიზაციების საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, ამოცანები იქნება შესატყვისობაში სრულად საქართველოს ეროვნულ ამოცანებთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავნერგავთ თვისებრივად ჯანსაღ და განსხვავებულ პრაქტიკას, იმისგან განსხვავებულს, რაც იყო მანამდე დაკავშირებული ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ამავე თემაზე: "ოცნება" ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს: ვის შეეხება და როდიდან აანონსებენ პროგრამის ამოქმედებას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები