09-09-2024 13:37:33 პოლიტიკა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აღმასრულებელი დირექტორი ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ NGO-ებისთვის სახელმწიფო გრანტის გამოყოფის ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს, ეს სფერო გააკონტროლოს.
ქურდოვანიძის თქმით, როდესაც ორგანიზაცია დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, მისი ობიექტური კრიტიკოსი ვერ იქნება.
"ამ ტიპის ინიციატივები ამყარებს იმას, რომ "რუსული კანონის" მოქმედების პირობებში ხელისუფლება, ცდილობს გააკონტროლოს ეს სფერო და შემდეგ უკვე მის მიერ შერჩეულმა ორგანიზაცებმა განაგრძონ საქმიანობა კონკრეტული მიმართულებებით. როდესაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობ, როგორიცაა, სახელმწიფო ორგანოების კონტროლი, არჩევნების დაკვირვება, ანტიკორუფციული მექნიზმების გაძლიერება, როდესაც კორუფციულ ფაქტებს ამხელ, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულს, ასეთ დროს წარმოუდგენელია, დაფინანსებას იღებდე ბიუჯეტიდან და თან იყო მისი ობიექტური კრიტიკოსი. ამიტომ ეს საერთოდ არ არის შესაძლებლობა, ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოს აქვს განზრახული, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - ამბობს, "ტვ პირველის" ცნობით, ქუროვანიძე.
ამავე თემაზე: "ოცნება" ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს: ვის შეეხება და როდიდან აანონსებენ პროგრამის ამოქმედებას.