09-09-2024 16:47:35 პოლიტიკა
საზოგადოებრივი პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტას“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია "ქართული ოცნების" ინიციატივას ქართული არასამთავრობო ორგანზაციებისთვის (NGO) საგრანტო პროგრამის დაფუძნების შესახებ “რუსულ ხელწერად" აფასებს.
მისი თქმით, "ხელისუფლება NGO-ების მოსყიდვაზეა გადასული".
"როგორც ჩანს, დაშინების და ზეწოლის პრაქტიკამ ვერ იმუშავა – არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დარეგისტრირდა ე.წ აგენტების რეესტრში და ახლა ხელისუფლება გადასულია NGO-ების მოსყიდვის რეჟიმზე. ეს არის ნაცნობი ხელწერა. რუსეთშიც ზუსტად ასე განვითარდა მოვლენები", – განაცხადა, "ტვ პირველის" ცნობით, ლონჯარიამ.
იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ საქმიანობას აღნიშნული პროგრამა არ დააფინანსებს.
"გამოვრიცხავ ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული საქმიანობის დაფინანსებას, ამ ტიპის ფონდისგან“, - ამბობს ლომჯარია.
ამავე თემაზე: "ოცნება" ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამას აფუძნებს: ვის შეეხება და როდიდან აანონსებენ პროგრამის ამოქმედებას.