09-09-2024 17:29:18 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა მოქალქე ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც „აგენტების კანონზე“ ვეტოს დაძლევის შემდეგ ამ კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მონას ეძახდა.
შეგახსნებეთ, რომ ფაქტი 28 მაისს მოხდა. კერძოდ, პარლამენტის შენობის დატოვების დროს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მოქალაქემ მონა ეძახა, რა დროსაც პარლამენტის წევრი მანქანიდან გადმოვიდა, იქვე მდებარე მაღაზიიდან ფორთოხალი დაიტაცა და მოქალაქეს ქუჩაში გაეკიდა.
პოლიცია ალექსანდრე სამხარაძეს ედავებოდა წვრილმან ხულიგნობას - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას.
1000– ლარიანი ჯარიმა, რაც სახდელად განუსაზღვრა მოსამართლე ნინო ენუქიძემ ახალგაზრდა კაცს, სამართალდარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობაა. მას ფულადი ჯარიმის ნაცვლად შეეძლო ასევე 15 დღემდე პატიმრობის შეფარდება ალექსანდრე სამხარაძისთვის სამართალდამრღვევად ცნობის შემდეგ.