Accentnews.ge
“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით"

“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, რუსეთთან ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით"

29/01/2020 20:40:48 პოლიტიკა

რუსეთის დუმის "კომუნისტი" დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “სერიოზულ სიგნალად” აღიქვამს და ასკვნის, რომ როგორც ჩანს, “საქართველო მზადაა რუსეთთან სამშვიდობო ურთიერთობების აღდგენისთვის აქტიური ნაბიჯები გადადგას”.

“როგორც ჩანს, საქართველო მზადაა, გადავიდეს აქტიური ნაბიჯების გადადგმაზე რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების აღსადგენად ყველა მიმართულებით, დიპლომატიური ურთიერთობებისა და ელჩების გაცვლის ჩათვლით. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების იუბილეს მახლოებასთან ერთდ. საქართველო იყო მრავალეროვანი … ვიმედოვნებთ, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალეროვნული რესპუბლიკა”, – განაცხადა რუსეთის “საპარლამენტო გაზეთის” ცნობით, გავრილოვმა.

მისივე თქმით, “მართლმადიდებელი დეპუტატები”, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში ჩავიდნენ, თუ სალომე ზურაბიშვილის პირობა ნამდვილი აღმოჩნდება.

ცნობისთვის: სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლში მოთავსებას ქვეყანაში მასშტაბური პროტესტი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S