ჰელსინკის კომისია: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, რომელმაც თავისუფალი მომავალი აირჩია

09-09-2024 19:56:59 პოლიტიკა

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ აქვს პასუხისმგებლობა, მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, რომელმაც "თავისუფალი მომავალი აირჩია".

"ქართველმა ხალხმა აირჩია მომავალი, რომელიც არის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროატლანტიკური ინსტიტუტების ნაწილი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ ამ რეალობის მიღწევაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აწყდებიან რუსეთის ჩარევას და დემოკრატიის ეროზიას საკუთარ ქვეყანაში", – აცხადებენ კომისიაში.

მანამდე, დღეს დილით ჰელსინკის კომისიამ განაცხადა, რომ MEGOBARI Act შექმნილია, რომ ქართველ ხალხს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში მხარი დაუჭიროს:

"ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაზე მუშაობენ. MEGOBARI Act შექმნილია იმისათვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ აქტის მიღებას".

ცნობისთვის: ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".

"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI Act–ის ძირითადი დებულებებია:

  • „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
  • დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება;
  • ანგარიშის წარდგენა და სანქციები;
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;

ამავე თემაზე: რა სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI Act

ახალი ამბები

სხვა სიახლეები