Accentnews.ge
ევროკავშირმა ირანს შესაძლოა, "მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომები" დაუწესოს

ევროკავშირმა ირანს შესაძლოა, "მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომები" დაუწესოს

09/09/2024 16:19:55 მსოფლიო

ევროკავშირში "სანდო" უწოდეს მოკავშირეების მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ირანმა მოსკოვს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის მოკლე რადიუსის რაკეტები მიაწოდა.

"გვაქვს სანდო ინფორმაცია, მოკავშირეების მხრიდან, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ", – განაცხადა ევროკავშირის პრესმდივანმა პიტერ სტანომ.

მისივე თქმით, ბლოკი ამ საკითხს წევრ ქვეყნებთან ერთად შეისწავლის და დადასტურების შემთხვევაში ევროკავშირი ამას სწრაფად გასცემს პასუხს.

"ევროკავშირის ლიდერების ერთიანი პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. ევროკავშირი ამას სწრაფად გასცემს პასუხს, მათ შორის ირანის წინააღმდეგ ახალი და მნიშვნელოვანი შემზღუდავი ზომების დაწესებით", – დასძინა მან.

ამავე თემაზე: ირანელმა დეპუტატმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტი დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S