
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე: მზად ვართ, ირანს მნიშვნელოვანი შედეგებით ვუპასუხოთ
10/09/2024 05:55:30 მსოფლიო
ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის ნებისმიერი გადაცემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის ესკალაცია იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის უპასუხოს ირანს „მნიშვნელოვანი შედეგებით“.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
ამავე თემაზე: ირანელმა დეპუტატმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტი დაადასტურა.