პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების საქმეზე ბრალდებული ადმინისტრაციული წესითაც დააჯარიმეს

10-09-2024 17:09:20 სამართალი

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, 23 წლის საბა მეფარიშვილი, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის შენობის წინ დროებითი რკინის კონსტრუქციის დაზიანება, ადმინისტრაციული წესითაც დააჯარიმეს.

10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ჩიკაშუამ მეფარიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა.

რაც შეეხება მეფარიშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მას, აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილთან ერთად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეფარიშვილს და ოკრიბელაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები