Accentnews.ge
წულუკიანი სენატორების კრიტიკულ წერილებზე პასუხად სააკაშვილის საქმეზე მიუთითებს

წულუკიანი სენატორების კრიტიკულ წერილებზე პასუხად სააკაშვილის საქმეზე მიუთითებს

30/01/2020 08:21:52 პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს ხელიუსფლება გააგრძელებს, ყურადღებით გაცნობას „მეგობარი, მით უფრო, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან მიღებულ წერილების გაცნობას, თუმცა როგორც მინისტრი ამბობს, „იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ „დამოუკიდებლად გავაკეთოთ ანალიზი თითოეული ტექსტისა და გვქონდეს უნარი, შევაფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი და რა – აცდენილი“.

კონგრესმენებისა და სენატორების მიერ საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელზე გამოგზავნილ კრიტიკულ წერილებზე ვიცე–პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არა, ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ–ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა: ეს გახლავთ ოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის ტერიტოიული მთლიანობა. რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოში დემოკრატიული პროცესი ასეთი მაღალი დონის, რაც დღესაა, დამოუკიდებლობის შემდეგ არასდროს ყოფილა...

ისიც მახოვს და ვფიქრობ, არ მეშლება, რომ ამ წერილების ავტორები და ზოგიერთი ყველას, ეს არ ეხება, იმასაც აპროტესტებდა და აგზავნიდა წერილებს, რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში...

ამიტომ, გავაგრძელებთ, ყურადღებით გავეცნოთ მეგობარი, მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან მიღებულ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, დამოუკიდებლად გავაკეთოთ ანალიზი თითოეული ტექსტისა და გვქონდეს უნარი, შევაფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი და რა – აცდენილი“,– განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოს მთავრობა ბოლო რამდენიმე კვირაა იღებს ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.ერთ–ერთი ასეთი წერილი დღესაც გამოქვეყნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S