Accentnews.ge
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Iran Air–სა და კიდევ 6 კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Iran Air–სა და კიდევ 6 კომპანიას სანქციები დაუწესა

10/09/2024 18:30:32 მსოფლიო

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის მთავარი ავიახაზის Iran Air–ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

"Iran Air–ს სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციის სატრანსპორტო სექტორში მისი საქმიანობის გამო", – აცხადებენ სახაზინო დეპარტამენტში.

მისივე ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაციისთვის (მოსკოვისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების მიწოდებით) დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 10 კერძო პირს და რუსეთსა და ირანში მოქმედ 6 კომპანიას.

ამავე თემაზე: ირანელმა დეპუტატმა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტი დაადასტურა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S