Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო - 11 სექტემბერზე: ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს და მხარს ვუჭერთ ჩვენს მეზობლებს, რადგან ვიცით, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

აშშ-ის საელჩო - 11 სექტემბერზე: ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს და მხარს ვუჭერთ ჩვენს მეზობლებს, რადგან ვიცით, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ

11/09/2024 07:53:32 მსოფლიო

საქართველოში აშშ-ის საელჩო 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის 23–ე წლისთავს ეხმიანება.

"2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების წლისთავზე, ჩვენ ვგლოვობთ და ვიხსენებთ 3,000 -მდე დაღუპულ და 6,000-ზე მეტ დაშავებულ ადამიანს. ამ დღეს, და მას შემდეგ უამრავი ადამიანის სიმამაცისა და მსხვერპლის პატივისცემის ნიშნად, ჩვენ ასევე აღვნიშნავთ 11 სექტემბერს, როგორც ეროვნული სამსახურისა და ხსოვნის დღეს. ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალხს და მხარს ვუჭერთ ჩვენს მეზობლებს, რადგან ვიცით, რომ ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 23 წელი გავიდა.

ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% იყო კაცი, 23% - ქალი.დაღუპულების საშუალო ასაკი - 38,5 წელია. ტერაქტის დროს დაიღუპა 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი და 80 წელზე მეტის - სამი პენსიონერი. 11 სექტემბრის ყველაზე პატარა მსხვერპლი 2 წლის კრისტინ ჰენსონია, რომელიც მშობლებთან ერთად დისნეილენდში მიფრინავდა. 2001 წლის 11 სექტემბერს 3 051 ამერიკელმა ბავშვმა მშობლებიდან ერთი ან ორივე დაკარგა.

ტერაქტს ემსხვერპლა 87 სახელმწიფოს მოქალაქე. მათგან ყველაზე ბევრი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე (67 ადამიანი) აღმოჩნდა. ნანგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 20 ადამიანი ამოიყვანეს.ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტმა დაკარგა 343 თანამშრომელი; ქალაქის პოლიციამ - 122 ადამიანი: 23 ოფიცერი უშუალოდ თავდასხმის დროს დაიღუპა, კიდევ 99 - მიღებული ტრავმებისგან.სამძებრო სამაშველო სამუშაოებში 300-მდე მაშველი ძაღლი მონაწილეობდა. მათგან ბოლო, ოქროსფერი რეტრივერი ბრეტანი 2016 წლის ივნისში მოკვდა. ის სპეციალური პატივით, სალუტით და აშშ-ის დროშაში გახვეული დაკრძალეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S