Accentnews.ge
ალეკო ელისაშვილი: 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, არცერთის მიმართ არ არის წარდგენილი ბრალი და მე 2 000 ლარით დამაჯარიმეს

ალეკო ელისაშვილი: 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, არცერთის მიმართ არ არის წარდგენილი ბრალი და მე 2 000 ლარით დამაჯარიმეს

11/09/2024 10:42:46 სამართალი

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.

ელისაშვილი გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

"ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს, მე დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, რაიმე მოლოდინი მურუსიძის დუქანში, რომ სამართალს ვიპოვით არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, აგრეთვე სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S