Accentnews.ge
დავით–გარეჯთან ჩატარებული ოპერაციისთვის 12 მესაზღვრე დაჯილდოვდა

დავით–გარეჯთან ჩატარებული ოპერაციისთვის 12 მესაზღვრე დაჯილდოვდა

30/01/2020 09:56:29 პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 მათგანს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - "მამაცობისათვის", 8 მესაზღვრე კი დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".

დაჯილდოების ცერემონიას მინისტრის მოადგილეები კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და მისი პირველი მოადგილე, კახაბერ ჩიქოვანი დაესწრნენ.

„ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S