Accentnews.ge
ცხინვალში ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს

ცხინვალში ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს

11/09/2024 15:40:20 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ტაჯიკეთის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ იტყობინება.

როგორც იუწყებიან, დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია და რომ ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ცხოვრობენ.

„დადგენილია, რომ აღნიშნულ უცხოელებს გზა აებნათ და წინასწარი განზრახვის გარეშე დაარღვიეს საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, ზნაურის რაიონის დასახლებული პუნქტის გვირგვინას სიახლოვეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე შეტყობინების მიხედვით, 11 სექტემბერს მათ დე ფაქტო სასამართლომ ჯარიმა და ადმინისტარციული გაძევება განუსაზღვრა და „გადაეცემათ საქართველოს ხელისუფლებას“.

ქართულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S