Accentnews.ge
სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა

12/09/2024 10:30:27 სამართალი

სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე 2500 ლარით დააჯარიმა.

დღევანდელ პროცესზე 4 პოლიციელი დაიკითხა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა სხდომაზე ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნადირაძე გლდანში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ირაკლი ეძგვერაძის სახლთან 4 სექტემბერს დააკავეს. კოალიცია "ერთიანობის" ლიდერ ირაკლი ნადირაძეს სამართალდამცველებისთვის ხელის შეშლას ედავებოდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S