Accentnews.ge
ეძგვერაძე: არანაირ ნარკორეალიზატორებს არ აკავებდნენ, ეს ადამიანები უდანაშაულოები აღმოჩნდნენ!

ეძგვერაძე: არანაირ ნარკორეალიზატორებს არ აკავებდნენ, ეს ადამიანები უდანაშაულოები აღმოჩნდნენ!

13/09/2024 14:27:28 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური ნმოძრაობის" წევრი ირაკლი ეძგვერაძე პროვოკაციას უწოდებს 4 სექტემბერს მისი სახლის სიახლოვეს განვითარებულ მოვლენებს, რის შემდეგაც ის დააკავეს. სასამართლომ ის დღეს 2 700 ლარით დააჯარიმა.

"არანაირ ნარკორეალიზატორებს არ აკავებდნენ. ეს ადამიანები აღმოჩნდნენ უდანაშაულოები, ეს იყო პროვოკაცია", - თქვა ეძგვერაძემ.

"პოლიციელები ისე ამაზრზენად საუბრობდნენ ასეთ ტყუილს, ისე ამთხვევდნენ ერთმანეთს თავიანთ ჩვენებას, ამის ნიჭიც არ ჰყოფნით, ამის კომპეტენცია და განათლებაც არ ჰყოფნით, რომ ერთი და იგივე ილაპარაკონ. სიმართლე და მორალი რომ მათ მხარეს არ არის. ავტოფარეხში შემაგდეს და იძალადეს ჩემზე, ჩემს მეგობრებზე და მამაჩემის მეგობრებზე. ეს ჩემზე კარგად იციან", - უთხრა "მთავარ არხს" ეძგვერაძემ.

ეძგვერაძე 4 სექტემბერს დააკავეს საკუთარი სახლის სიახლოვეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის აიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S