Accentnews.ge
ტრუდო ლობირებს რუსეთის სიღრმში დარტყმებს მიუხედავად პუტინის მუქარისა

ტრუდო ლობირებს რუსეთის სიღრმში დარტყმებს მიუხედავად პუტინის მუქარისა

13/09/2024 19:31:51 მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, განახორციელოს დარტყმები რუსეთის სიღრმეში, მიუხედავად მოსკოვის მუქარისა "წითელი ხაზების" თაობაზე. ამის შესახებ The Canadian Press იუწყება.

კანადის ქალაქ სენტ-ან-დე-ბელევში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრუდომ თქვა, რომ კანადა „სრულიად უჭერს მხარს უკრაინას შორი მანძილის იარაღის გამოყენებაში“, რაც ხელს შეუშლის რუსეთის დარტყმებს საავადმყოფოებსა და საბავშვო ბაღებზე.

„(პუტინი – რედ.) ცდილობს უკიდურეს დესტაბილიზაციას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა, რომელიც ყველას გვიცავს, არა მხოლოდ მსოფლიოს ყველა დემოკრატიაში, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში“, - დასძინა ტრუდომ.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წაახალისებს სხვა დიდ ქვეყნებს, სცადონ თავიანთი მეზობლების დაპყრობა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ომში ნატოს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას ნიშნავს.

ამასთან დანავშირებით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი სწორედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელმა დაიწყო და მას ნებისმიერ დროს შეუძლია ომის დასრულება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S