Accentnews.ge
ბჟანიას მიერ „ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად” თურქეთის „გამოცხადება” კიბერშეტევით ახსნეს

ბჟანიას მიერ „ერთადერთ სტრატეგიულ პარტნიორად” თურქეთის „გამოცხადება” კიბერშეტევით ახსნეს

17/09/2024 06:57:21 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას საიტზე ჰაკერებმა შეაღწიეს და გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება, – იუწყება "რადიო თავისუფლების" პროექტი „ეხო კავკაზა“ დე ფაქტო ლიდერის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

16 სექტემბერს ღამით დე ფაქტო ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ "ინფორმაცია დაიბლოკა, სპეციალისტები კი მომხდარს არკვევენ და პორტალის მუშაობას აღადგენენ".

"ინფორმაციით, რომლის გავრცელებაც კიბერშეტევით ახსნეს, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთის ნაცვლად, „სტრატეგიულ პარტნიორად" თურქეთი გამოაცხადა და რუსულის ნაცვლად, თურქული ბაზების განთავსება გადაწყვიტა.

დე ფაქტო პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბჟანიამ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს გაუგზავნა წინადადება, ხელი მოაწერონ „მეგობრობის და პარტნიორობის ორმხრივ შეთანხმებას" და განაცხადა, რომ მისაღებია „რთული, თუმცა ხალხისთვის სწორი გადაწყვეტილებები", თურქეთის სახით შეიძენენ „თავდაცვის სფეროში ერთადერთ და საიმედო მოკავშირეს“ და რუსულ ბაზებს თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზები შეცვლიან.

„ამიერიდან თურქეთი ხდება ჩვენი ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი“, - ნათქვამი იყო ბჟანიას სახელით. ამავე ცნობის მიხედვით, ეს „იძულებითი არჩევნი“ გამოიწვია „ცარიელმა დაპირებებმა“, რომლებიც აფხაზებს წლებია, [რუსეთისგან] ესმით", – იტყობინება "ეხო კავკაზა".

ბჟანიას სახელით გავრცელებული ამ „განცხადების" ფონია რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ.

თურქეთის სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ დადგენილ საზღვრებში აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S