ბრაიან უიტმორი: „საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა და რუსული გავლენის ზრდა“
31/01/2020 07:45:28 პოლიტიკა
„ევროპის პოლიტიკის ანალიზის“ მთავარი მკვლევარი ბრაიან უიტმორი საქართველოს მმართველ გუნდს შეახსენებს, რომ კრიტიკული წერილის ავტორი კონგრესმენები აშშ–ის კონგრესში საქართველოს მთავარი მხარდამჭერები არიან და მათ აშფოთებთ, როგორც დემოკრატიული უკუსვლა, ისე რუსული გავლენის ზრდა.
„უპირველესად, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები, საქართველოს მეგობრები, მთავარი მხარდამჭერები არიან აშშ–ის კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ უკანასკნელ 10–15 წელში განიცადა, გაქრება. ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებეს, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია“,– განაცხადა მკვლევარმა კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებზე საქარველოს მმართველი გუნდის რეაქციების შეფასებისას.
საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.


