სვანტე კორნელი: „ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა შესაბამისი სიტუაცია და ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს“
31/01/2020 07:58:18 პოლიტიკა
კავკასიის და ცენტრალური აზიის კვლევების ინსტიტუტის დირექტირი სვანტე კორნელი კონგრესმენების კრიტიკული პოზიციების საფუძვლებზე საუბრობს.
„ჯერ კიდევ არის ინტერესი საქართველოს მიმართ ამერიკის ხელისუფლების და კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილში და ეს კარგია. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ცვლილებები ვიხილეთ, რომელიც ქართულ პროტესტს უკავშირდება და იმასაც, რომ დიდი ხნის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა პატივსაცემი, პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აღარ არიან. ბატონმა ივანიშვილმა სხვადასხვა დროს ან გაუშვა პროდასავლური ხალხი, ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. კიდევ ერთი გარემოება ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების ინდექსში საქართველო საკუთარ პოზიციას კარგავს“,– განაცხადა ანალიტიკოსმა.
საქართველოს მთავრობამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიიღო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების არაერთი კრიტიკული წერილი ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ.


