Accentnews.ge
ამირან გამყრელიძე: "ინფექციურში შეყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა"

ამირან გამყრელიძე: "ინფექციურში შეყვანილ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა"

31/01/2020 08:13:55 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

„გუშინ იყო 4 შემთხვევა, რომელიც ჩვენი კლასიფიკაციით არ ჯდებოდა სავარაუდო შემთხვევათა განსაზღვრებებში, მაგრამ მაინც იქნა მათზე განსაკუთრებული ზედამხედველობა დამყარებული. 2 ჩინელი ბავშვი, ტყუპები, რომლებიც გადმოყვანილები იყვნენ ყაზბეგიდან ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, სწრაფი ტესტებით დაუდასტურდათ, რომ იყო A ტიპის H1N1 ვირუსი. შემდეგ ეს ლუგარის ლაბორატორიაშიც დადასტურდა, რასაც საზოგადოება „ღორის გრიპს“ ეძახის, ანუ კორონავირუსული ინფექცია გამოირიცხა. რაც შეეხებოდა ორ ჩვენს თანამემამულეს, ქალს და კაცს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზებით, ერთმა თვითდინებით მიმართა ინფექციურს და მეორე აეროპორტიდან იქნა გადაყვანილი. ისინიც გაიტესტდნენ სწრაფი ტესტით გრიპზე. აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. დღეს მათი ჯანრმთელობა სრულად დამაკმაყოფილებელია,“ - განაცხადა გამყრელიძემ

როგორც მან აღნიშნა, დღის ბოლოსთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს ელოდებიან.

„საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე, ანუ საჭიროა, ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად.ჩვენ ალბათ, დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გახლავთ ჩინეთისთვის და გახლავთ სხვა ქვეყნებისთვის. 3 ჯგუფად არის ეს რეკომენდაციები გაყოფილი. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, დღის ბოლოსთვის, იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის. ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და ამ რეკომენდაციებს შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებში, რაც დღეს გახლავთ, გამომდინარე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება, აკეთებს და აკეთბდა ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან ისაუბრა სადღეისოდ არსებულ მონაცემებზე.

„სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა: ორი დღის განმავლობაში, გუშინ და დღეს დილისთვის 1982 -ით გაიზარდა ანუ დღევანდელი დილის მონაცემებით, გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 9 692 შემთხვევა, მათ შორის, 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. სამწუხაროდ, ასევე მომატებულია სიკვდილიანობა, ამ დაავადებით გარდაცვლილია უკვე 213 ადამიანი და ასევე დაკვირვების ქვეშ არის რამოდენიმე ათასი ადამიანი. აქედან გამომდინარე, ხაზს ვუსვამ, ყველა ამ სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ეს, როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა გლობალური ჯანმრთელობისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სამ ქვეყანაში, კორონავირუსის პირდაპირი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა იქნება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S