პაატა იმნაძე: „კორონავირუსი განუკურნებელი არ არის"
31/01/2020 08:25:29 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით სტიგმის და დისკრიმინაციის ნიშნები საქართველოშიც გაჩნდა, რაც მიუღებელია.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა პედროსმა გუშინ თავის გადაცემაში დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმანიაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების ნიშების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა პრევენციისთვის სიფრთხილეა საჭიროა.
"კორონავირუსით 200 ადამიანზე ცოტა მეტი გარდაიცვალა და 200-მდე გამოჯანმრთლდა. ანუ დაახლოებით, იმდენივე დაიღუპა, რაც გამოჯანმრთელდა. აქედან გამომდინარე, ეს დაავადება განუკურნებელი არ არის", - განაცხადა იმნაძემ.
იხილეთ ასევე: საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სამ ქვეყანაში, კორონავირუსის პირდაპირი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა იქნება


