კობახიძე– აშშ–ზე: "როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა"

18-09-2024 18:08:44 ციტატა

"[აშშ–ის მხრიდან დაწესებული] სანქციები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად, ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინწინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ, ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამავე თემაზე: პირველი ქართველები "მაგნიტსკის სიაში": აშშ-მა საქართველოს შსს-ს მაღალჩინოსნები და "ალტ-ინფოს" ლიდერები დაასანქცირა.

ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს ვიღებთ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები