Accentnews.ge
გიორგი ჩოგოვაძემ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

გიორგი ჩოგოვაძემ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

31/01/2020 10:35:29 პოლიტიკა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ჩოგოვაძეს ახალი სფერო ჩაბარდება, ხოლო სამინისტრო აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელს დღეს დღის მეორე ნახევარში წარადგენს.

„ფართოვდება ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა. გასულ წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი ტურისტების 9,3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი. მათი დიდი ნაწილი შემოდის საჰაერო გზებით, „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი“ არის ჩვენი სტრატეგიული ობიექტი. წელს უნდა დასრულდეს ახალი ტერმინალის მშენებლობა და გაფართოება. გვაქვს ახალი გამოწვევები თბილისის აეროპორტთან, ასევე ბათუმის აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S