გოგოლაშვილი: ვერ ხვდებიან, როგორი ზიანი შეიძლება მიადგეს მთლიანად ოპოზიციური ძალების მიმართ საზოგადოების ნდობას

19-09-2024 18:15:52 პოლიტიკა ,ციტატა

"ლელოს" გუნდში ალბათ, ზოგიერთი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ძლიერია საზოგადოებრივი დაკვეთა ამ ორი ძალის გაერთიანებისთვის. რამდენად დიდია სინერგიის მოსალოდნელი ეფექტი, რომელსაც მოიტანს ეს გაერთიანება. შესაძლოა 20-30%ით გაიზარდოს მათ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა. მათ შორის, სავარაუდოდ, ბევრ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს გაუჩნდეს არჩევნებზე მისვლის მოტივაცია. მგონია, რომ ასევე ვერც იმას ხვდებიან, თუ როგორი ზიანი შეიძლება მიადგეს მთლიანად ოპოზიციური ძალების მიმართ საზოგადოების ნდობას, როდესაც აცხადებენ კოალიციური მმართველობა უნდა დავამკვიდროთო, და, წინასააჩევნო ეტაპზე დაწყებულ მოლაპარაკებებს წარუმატებლად ასრულებენ",- ამბობს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, როგორც ჩანს კოალიცია "ძლიერი საქართველოს და პარტია "საქართველოსთვის" ორდღიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა და ალიანსი ვერ შედგება.

„გახარია საქართველოსთვის“: ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

ხაზარაძე: გუშინ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას, დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად

ახალი ამბები

სხვა სიახლეები