შამბა "ქართული ოცნების" ნარატივს იმეორებს

19-09-2024 19:00:44 კონფლიქტები

მოსკოვს დაქვემდებარებული სოხუმის ხელისუფლება იმეორებს "ქართული ოცნების" ნარატივს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებაში ამჟამინდელი ოპოზციის შესაძლო მოსვლა ომის განახლების საფრთხეს ქმნიდეს.

"მიუხედავად საქართველოს იმედის კრახისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამხედრო გზით მიეერთებინა, საქართველო აფხაზეთისთვის მთავარ საფრთხედ რჩება. პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს, ასევე მისი ეკონომიკური პრობლემები ჩვენთვის დამშვიდების საფუძველი არ უნდა იყოს. საქართველოს ამჟამინდელხ ხელისუფლებას არაერთგზის განუცხადებია უარი აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის გამოყენებაზე, მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვვაში ომის განახლების საფრთხეს წარმოადგენენ" - განაცხადა შამბამ დე-ფაქტო პრეზიდენტის პრეს-ცენტრში გამართული მრგვალი მაგიდის მდვლელობისას.

ამასთან, მან შეკრებილთ 2020 წლიდან აფხაზური სამხედრო ბიუჯეტის "მნიშვნელოვანი ზრდა" შეახსენა და რუსეთის მიერ აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტირებაზე გაამახვილა ყურადღება.

"მიუხედავად ამისა, ჩვენი საგარეო პოიტიკური საქმიანობით გვმართებს გააზრებული დიპლომატიური აქტივობა, რომელიც საომარი საფრთხის შემცირებაზე და აფხაზეთის ამღიარებელი ქვეყნების წრის გაფართოებაზე იქნება მიმართული" - დასძინა შამბამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები