
მედია: დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა
20/09/2024 08:19:56 სამართალი
"დაკავებულია პირი, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე იძებნებოდა. ის დარჩო ხეჩუაშვილია", - იუწყება "რუსთავი 2".
მისივე ცნობით, ძებნილი ქვეყანაში შემოსვლის დროს, საზღავრზე აიყვანეს.
როგორც ტელეარხი იტყობინება, ხეჩუაშვილს, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
დარჩო ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი იყო. ის 2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა. გამოძიების ცნობით, მან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მანქანა ააფეთქა."კურიერის" ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზეზად, ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირება სახელდება", – იუწყება "რუსთავი 2".